მადონა ევროპურ ტურნეში MADAME X იმყოფება. გასულ თვეს, ვარსკვლავმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რამდენიმე კონცერტი გადადო. თუმცა, ის ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტების ჩატარებას.
მადონამ ლისაბონი კონცერტი 45 წუთით ადრე გააუქმა
შეგახსენებთ, ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც მადონამ ტურნეს ფარგლებში გააუქმა. როგორც ცნობილია მომღერალს სახსრების საშინელი ტკივილები აწუხებს
სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მადონამ 10 და 11 მარტს დაგეგმილი შოუები, რომელიც პარიზში უნდა ჩატარებულიყო, კორონავისურის გამო გააუქმა.
„სახელმწიფოს განკარგულების თანახმად, რომელიც 1000-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს, MADAME X-ის ბოლო ორი შოუ გაუქმდა“ – ნათქვამია დარბაზ Grand Rex-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბილეთების შეძენისთვის გადახდილ ფულს ადმინისტრაცია უკან დააბრუნებს.