ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ. ამასთან, შენობის სამზარეულოში ყოველ დღე 1 000-მდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“ბრიუსელთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენი შენობის ნაწილი უსახლკარო ადამიანებისთვის და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენ სამზარეულოში ყოველ დღე 1000-ზე მეტი ულუფა საკვები მომზადდება, რომელსაც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს მივაწვდით, რათა საქმის კეთებაში დავეხმაროთ. ევროპის სიძლერე სოლიდარული მოქმედებების უნარშია“, – განაცხადა დავიდ სასოლიმ.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.
