წყალტუბოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მამაკაცს ვირუსი ცენტრში, ტესტირებით დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი პროტოკოლით. ამ დროისთვის გამოიკვეთა ათი კონტაქტი, რომლებსაც კარანტინში გადაიყვანენ. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511 ფაქტია დადასტურებული, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა
