LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საბოლოო წყაროს დასადგენად ჯანმო-მ პლანეტის 20 საუკეთესო მეცნიერი შეკრიბა

131
კორონავირუსი

The Wall Street Journal – ის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის გზის ძიება განაახლა.

ამ მიზნით ჯანმო-მ პლანეტის 20 საუკეთესო მეცნიერი შეიკრიბა. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებს ევალებათ, პირველ რიგში გაარკვიონ, წარმოიქმნა თუ არა კორონავირუსი ლებორატორიაში, აგრეთვე, მათ უნდა აწარმოონ ფართო კვლევები მომავლის ვირუსულ რისკებზე, მათ შესაძლო გავლენების შესახებ ადამიანებზე.

საექსპერტო ჯგუფში შედიან  ბიო და ლაბორატორიული დაცვის სპეციალისტები, აგრეთვე, გენეტიკისა და ცხოველთა დაავადების ექსპერტები.

ჯანმო-ს ექსპერტებმა უკვე მოინახულეს ჩინეთი, უხანის პროვინცია, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ირკვევა, ჩინელი მეცნიერების მიერ გადმოცემული მასალები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაადგინონ ვირუსის წარმოშობის მიზეზები.

ჯანმო-ს ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური მდივანი, ენტონი ბლინკენი, მოუწოდებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, შეისწავლონ ჩინური გენეტიკური ლაბორატორიები.

თავის მხრივ, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ შესასწავლია მერილენდის შტატში, ფორტ-დეტრიკში, მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა.

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2019 წელს აღნიშნული ბაზა დროებით დაიკეტა, რადგან დაირღვა უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირების დროს.

კორონავირუსი მთელს მსოფლიოს 2019 წელს ჩინური პროვინცია უხანიდან გავრცელდა. დღემდე მსოფლიოში მუსირებს აზრი, რომ ვირუსი ადამიანებს ღამურისგან გადმოედოთ.

magti 5g