გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან-დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 505 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 1 527 და გამოჯანმრთელდა 1 282 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 227 420 შემთხვევა.
