LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა

93
ლეტალ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 418 შემთხვევა.

ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 538 და გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი.

ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 222 143 შემთხვევა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები