ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ გარდაცვალების 2 140 შემთხვევაა დადასტურებული.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 824 და გამოჯანმრთელდა 4 227 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 209 462 შემთხვევა.
