LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შემთხვევების გამო გამო, თბილისში 14 ბაღი დაიხურა

74
Tbilisi

თბილისში, საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, 14 ბაღი დაიხურა.

ინფორმაცია „ფორტუნას“  ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

დახურული ბაღებია: მე-100, 72-ე,145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე,135-ე.

სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის საჯარო ბაღები არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ.

„რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა 2 საბავშვო ბაღი. ორივე შემთხვევაში, ვირუსი დაუდასტურდა აღსაზრდელს.“, – განაცხადეს სააგენტოში.

შეგახენებთ, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g