LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ 5 დღეში ვლინდება – ახალი კვლევის შედეგები

3836
-111195203-gettyimages-486655506

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას, საშუალოდ, ხუთი დღე სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის  მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მკვლევარებმა ჩინეთიდან და სხვა მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან დაავადებული ადამიანების შემთხვევები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ უმრავლესობას სიმპტომები ინფიცირებიდან მეხუთე დღეს გამოუვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ჯასტინ ლესლერი აცხადებს, რომ დაავადების 181 შემთხვევა გამოიკვლიეს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ინფიცირებულთა უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქი ფორმით განვითარდება. ზოგი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი სიმპტომების გამოვლენის გარეშე.

ათი მიზეზი, რის გამოც კორონავირუსმა პანიკა არ უნდა გამოიწვიოს

მათი ინფორმაციითვე, ყველა, ვისაც მე-12 დღეს სიმპტომები არ გამოუვლინდა, აღნიშნული არც შემდგომ გამოუვლინდა, თუმცა, ის მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იმის მტკიცებულება, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლოა უსიმპტომო პერიოდში მოხდეს, ძალიან ცოტაა. ამასთან, ექსპერტების განცხადებით, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ადამიანებს სიმპტომები, მაინც აუცილებელია 14-დღიანი თვითიზოლაცია, რათა ვირუსის გადადების პრევენცია მოხდეს.

COVID-19 -ით, რომელიც ცხელებით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით ვლინდება, დღეს მსოფლიო მასშტაბით 114 000 ადამიანია დაავადებული. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ამ ეტაპზე, 15 შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსით განკურნებული ადამიანები გვეყოლება: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს

გამოჯანმრთელებული ადამიანი ჩვეულებრივ დაუბრუნდება ცხოვრების რიტმს. ისინი ვირუსის გადამტანები აღარ არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g