LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინის კვლევისას 28 წლის მონაწილე გარდაიცვალა

3669
mnbv

ბრაზილიაში კორონავირუსის ეროვნული ვაქცინის კვლევისას 28 წლის მოხალისე მონაწილე გარდაიცვალა.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გამოკვლევების ერთ-ერთი მონაწილის შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოხალისის გარდაცვალება COVID 19-ის გართულებებმა გამოიწვია. მომხდარის შესახებ ვაქცინების უსაფრთხოების საერთაშორისო შეფასების კომიტეტმა ორშაბათს შეატყობინა ბრაზილიის სანიტარული ინსპექციის ეროვნულ სააგენტოს.

ოქმებით გათვალისწინებული ეთიკური კონფიდენციალურობის ვალდებულებების გამო, მასში მონაწილე მარეგულირებლები ნაწილობრივ მონაცემებს იღებენ, იმ კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ, რომელმაც კვლევის გაგრძელება შესთავაზა.

გთავაზობთ განცხადებიდან ამონარიდს:

“თავის მხრივ, რიო-დე-ჟანეიროში ტესტირების ჩასატარებელმა კერძო კვლევითმა ინსტიტუტმა D’Or განმარტა, რომ ბრაზილიაში წამლის კვლევის საერთაშორისო პროგრამაში 8 ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათგან ნახევარმა ოქსფორდის ვაქცინის დოზა მიიღო, ხოლო მეორე ნახევარმა – პლაცებო”.

ამჟამად, უცნობია მიიღო თუ არა, გარდაცვლილმა პლაცებო ან თავად წამალი, რადგან ამ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს.

21 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ მონაწილის გარდაცვალების მიუხედავად, კორონავირუსის ვაქცინის კვლევები, რომელიც ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შეიქმნა, გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 40,2 მილიონზე მეტი ინფექციის შემთხვევაა გამოვლენილი. ხოლო 1 116 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g