ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა შორის თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში, ერთი მცირეწლოვანია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში ორი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით 21 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
„კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. აქედან ერთი 2 წლის ბავშვი, ერთი კი ზრდასრული მამაკაცია. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21, ხოლო 14 ადამიანი ელოდება კვლევაში ჩართვას. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სულ კლინიკაში მკურნალობს 48 პაციენტი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.