LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, 64 წლის მელ გიბსონი და მისი 30 წლის შეყვარებული მალიბუზე სეირნობისას დააფიქსირეს

374
safe-image

როგორც ცნობილია, 64 წლის ლეგენდარულ მსახიობსა და რეჟისორს, მელ გიბსონს გაზაფხულზე კორონავირუსი დაუდასტურდა. ვარსკვლავი ერთი კვირის განმავლობაში, კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ოთხი თვის შემდეგ გიბსონი პირველად დააფიქსირეს, ის  30 წლის შეყვარებულთან, როსალინ როსთან მალიბუზე გადაიღეს.  წყვილი ხელიხელჩაკიდებული სეირნობდა.

მათ თავისუფალი სტილის ტანისამოსი ეცვათ, მელს კეპი ეხურა და კისერზე წითელი ბენდენა ეკეთა, როსალინს კი მუქი მზის სათვალე ამშვენებდა.

შეგახსენებთ, რომ 64 წლის მსახობისა და 30 წლის მწერლის, როსალინ როსის რომანი 2014 წელს დაიწყო. 2017 წელს  წყვილს შვილი შეეძინა.  ჯამში გიბსონს  9 შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები