LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ტომ ჰენკსი პირბადის გარეშე სეირნობს და შესანიშნავ  ხასიათზეა

830
safe-image

როგორც ცნობილია, ოსკაროსანმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ, რიტა უილსონმა კორონავირუსი დაამარცხეს. ჰენკს არაერთხელ მოუწოდებია საზოგადოებისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და ვირუსისგან დამცავი პირბადეები ატარონ.

სირცხვილი თქვენ! – ტომ ჰენკსი ყველას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

თუმცა, როგორც ჩანს მსახიობს საკუთარი სიტყვები გადაავიწყდა. სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი შოპინგისას დააფიქსირეს.  აღსანიშნავია რომ 64 წლის მსახიობი ავტსრალიაში დაბრუნდა, რათა ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებებში ჩაერთოს. მას 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწია. კორონავირუსისგან ახლადგამოჯანმრთელებული მსხიობი პირბადის გარეშე სეირნობდა და შესანიშნავ  ხასიათზე იყო.  მას „ადიდასის“ სპორტულები ეცვა და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები