LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადიდასთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა

101
page

როგორც ცნობილია, „ბალენსიაგასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ჰიპ-ჰოპ არტისტთან, კანიე უესტთან თანამშრომლობა „ადიდასმაც“ შეწყვიტა. ამის მიზეზი უესტის ანტისემიტური განცხადებები გახდა.

„ადიდასი არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სიძულვილის ენის ნებისმიერ სხვა გამოვლენას. კომპანიამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაწყვიტოს პარტნიორობა იესთან და შეწყვიტოს ბრენდ Yeezy-ის პროდუქციის წარმოება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უესტს ბიზნესპარტნიორებთან კავშირის გაწყვეტა, მილიარდერის სტატუსის დაკარგვად დაუჯდა.

„ფორბსმა“ განაცხადა, რომ კანიე მათი მილიარდერების სიაში აღარ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ  მას $1,5 მილიარდიან ქონებაში მეტ წილს „ადიდასთან“ პარტნიორობა შეადგენდა, ახლა კი მისი ქონება მხოლოდ და მხოლოდ $400 მილიონადაა შეფასებული.

კანიე უესტმა საკუთარი ინტერესების დასაცავად ჯონი დეპის ადვოკატი, კამილა ვასკესი დაიქირავა

კანიე უესტი სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს – რატომ დაბლოკა მომღერალი Instagram-მა და Twitter-მა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები