LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 521 და გამოჯანმრთელდა 1 058 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

91
Untitled design (2)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 058-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 287 029-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 304 272-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 043 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 227 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 676 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 727-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 11 226 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 463, PCR ტესტით – 7 763.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია –  38 553 პირი, გასულ დღე-ღამეში აიცრა 963 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს – დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 4,03%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.