ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. მაესტრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „ფორტუნას“ დაუდასტურა.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აპარატზეა შეერთებული და რეანიმაციაშია მოთავსებული.“ – აცხადებს ლალი ტურძელაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
პირველ საუნივერსიტოტი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოტავსებულია ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეც.