ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. სამწუხაროდ, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ დისტანციურად მუშაობას აგრძელებს“, – წერს „ტვიტერზე“ ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერი აიდოს უკიბაი.
ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა, მათგან დააახლოებთ 10 ათასი გამოჯანმრთელდა, 100 კი გარდაიცვალა.