საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 41-ე პაციენტი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ 82 წლის კაცს თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„გარდაცვლილია 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა 29 სექტემბრიდან. დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”, – აცხადებენ უწყებაში.