LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა – პირი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

358
BeFunky-collage (5)

ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან – ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. მას ზედიზედ ორი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა. საუბარია პირზე, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა.

პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს და ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე უარყოფითი პასუხი აქვს, განმეორებით ტესტი დღეს გაუკეთდება და შედეგი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

ინფექციურში ამ ეტაპზე 29 პაციენტი რჩება. გუშინ 12 პაციენტზე ტესტირება ჩატარდა და მათგან არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დღის განმავლობაში გაირკვევა, დამატებით 12 პაციენტს აღენიშნება თუ არა კორონავირუსი.

მარინა ეზუგბაიას იმედი აქვს სხვა პაციენტების გამოჯანმრთელების, რადგან მისი თქმით, მათი კლინიკური მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა ფიქსირდება. ცნობილია, რომ გუშინ დადასტურებული სამივე ახალი შემთხვევა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტს უკავშირდება. ორი ახლად დაინფიცირებული თბილისის, მესამე კი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 427 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 73.

“მესამე პაციენტმა შესაძლოა, სახლში წასვლა პირველს დაასწროს” – როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა
ქუთაისის ინფექციურში 11 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g