LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურში 11 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

196
333

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ანალიზის პასუხები მიიღეს, სადაც 11 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, მათი ნაწილი კი, შინ გაეწერება. ამის შესახებ ექიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი განმარტებით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა. ნადირაძის თქმით, პაციენტს ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯებს დღეს აუღებენ. პასუხს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის ელოდებიან.

რა მედიკამენტებით მკურნალობენ კორონავირუსით დაინფიცირებულებს საქართველოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g