გასულ დღე-ღამეში ახალი კოვიდინფექციით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 1 922 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 3 487 და გამოჯანმრთელდა 2 495 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 198 387 შემთხვევა.
