მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 861 305-ს მიაღწია. თუმცა რეალური მონაცემები, როგორც ამბობენ, გაცილებით დიდია.
კორონავირუსი არ ინდობს არც ქვეყნის ლიდერებს, პრინცებსა და პარლამენტარებს.
როგორც ჩანს, ვირუსით დაინფიცირების პანიკური შიში აქვს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც გერმანიის მოსახლეობა „დააიმედა“ და განაცხადა, რომ 60% დაინფიცირდებოდა. ამ დღეებში კანცლერი სასურსათო მაღაზიაში დააფიქსირეს.
მერკელმა უკვე რამდენჯერმე ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი. ამ დრომდე ყველა მათგანი უარყოფითი იყო.
კორონავირუსით არ დაინფიცირებულა, მაგრამ როგორც ჩანს „უახლოვდება“ რუსეთის პრეზიდენტს. ვლადიმირ პუტინს ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა.
კორონავირუსი პუტინს უახლოვდება: კრემლის თანამშრომელი ინფიცირებულია
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლში რამდენიმე ადამიანია დაინფიცირებული.
კორონავირუსით დაინფიცირება ემუქრებოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც. როდესაც ის ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდა, საუბრობდნენ, რომ შესაძლო იყო ზესახელმწიფოს მეთაურის ინფექციის მსხვერპლი გამხდარიყო. თავიდან ტრამპმა განაცხადა, რომ ტესტს არ ჩაიტარებდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. ტესტი გაიკეთა. პასუხს 48 საათი ელოდა, რომელიც ნეგატიური იყო.
კორონავირუსით დაინფიცირებული მსოფლიო ლიდერების სია საკმაოდ დიდია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი (გავრცელებული ინფორმაციით, ის კორონავირუსისგან რეკორდულად მალე, ერთ კვირაში გამოჯანმრთელდა).
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლე ბეგონა გომეში.
მონაკოს პრინცი ალბერტი.
საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი.
იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ძინგარეტი.
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მეუღლე სოფი ტრუდო.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთიუ ჰენკოკი.
გაგრძელება იქნება?