LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა შესაძლოა შედეგებით „ისპანკას“ გაუსწროს

396
virusebiiiii

კორონავირუსის პანდემიის დროს, აქტუალური გახდა „ესპანური გრიპის“, ე.წ. „ისპანკას“ გახსენება,  რომელიც ერთი საუკუნის წინ, ორი წლის განმავლობაში მძვინვარებდა და რომელმაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ასეთი კატასტროფული შედეგი კი იმის ბრალი იყო, რომ 1918-1920 წლებში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა, არც ვაქცინები იყო შექმნილი და არც ანტიბიოტიკები.

პანდემიას „ესპანური გრიპი“ უწოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნები მედიაში ინფორმაციის გავრცელებას ომის დროს მკაცრად აკონტროლებდნენ.
ესპანეთი კი ნეიტრალური ქვეყანა იყო, ისევე როგორც მისი მედია და სასიკვდილო დაავადებების შესახებ პირველი ცნობები იქიდან წამოვიდა.

მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა კორონავირუსის პანდემია, შედეგებით შესაძლოა „ისპანკას“ გაუსწროს.

დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონით ორ კვირაზე ნაკლებ დროში გაიზარდა.

ვირუსით გამოწვეულ გართულებებს 207 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870 000-ს სცდება.

ცნობისათვის, რომ ახალი კორონავირუსი პანდემიად მარტში გამოცხადდა. დაავადების პირველი შემთხვევა კი 2019 წელს დეკემბერში ჩინეთში აღრიცხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები