LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იმუნიტეტი არაა – ალექსანდრე გოგინავა

1424
ჰჰჰ

“პაციენტის მდგომარეობის დამძიმება დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა დაზიანებული ადამიანის ფილტვები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა გადამწყვეტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ვირტუალურ გამოფენას უძღვნიან

გამოფენის დათვალიერება საზოგადოებას დისტანციურად - ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდზე შეეძლება

“ეს დამოკიდებულია ვირუსის რაოდენობაზე, რამდენად სწრაფად მრავლდება. ასევე რამდენად დაზიანებულია ქვემო სასუნთქი გზები ანუ ფილტვები. ძირითადად, ყველაზე ხშირი დამძიმება არის, როდესაც პნევმონია ყალიბდება. თუ ვირუსმა ქვემო სასუნთქ გზებამდე მიაღწია, ის მეტნაკლებად ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვინც ასაკშია და ვისაც ფონური დაავადებები, უფრო ხშირად ურთულდებათ მდგომარეობა. თუმცა ეს შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც მოხდეს”, – განაცხადა გოგინავამ.

შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. აქედან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4735 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383.

თუ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაგიდგინდათ, კლინიკაში აღარ გადაგიყვანენ – რა უნდა იცოდეთ სახლში მკურნალობისას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g