LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ – ლევან რატიანი

118
b5218833a6dca28bf312b458ce427bef

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიისთვის განცხადება გააკეთეს.

ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვისა და ეპიდსიტუაციის მკურნალობის ეფექტური მეთოდი კიდევ ერთხელ განმარტა.

ლევან რატიანი აცხადებს, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში.

„სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ ვარ ეპიდემიოლოგი.  მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში. დღეს საბჭოზე გადაწყდა მოწყვლად ჯგუფებზე, რომელსაც პირველ რიგში ესაჭიროებათ პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“, – განაცხადა რატიანმა.

მასობრივი ტესტირება თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება

მისი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობის შედეგები შეაჯამეს. ლევან რატიანის შეფასებით,  საქართველო ამ მიმართულებით წარმატებული ქვეყანაა.

„დღევანდელი შეკრების შედეგად კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც ისე ცუდია. შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. ასევე ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ამ პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. რაც შეეხება მინდა ყველას ვუთხრა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მთავარია არ მოვექცეთ იმ სოციალურ ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, ჩვენ მკურნალობა და ა.შ  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 ადამიანი და გარდაცვლილია 6.

magti 5g