LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023–ის გამარჯვებულები ცნობილია

133
12

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართული ყოველწლიური კონკურსის – „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულები ცნობილია.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, მიმდინარე წელს, პირველად, შემოსული განაცხადების განხილვა ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში მოხდა. ხოლო განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

SDG4 – ხარისხიანი განათლება

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თიბისი ბანკი (ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აკადემია)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – მიკრობიზნეს კაპიტალი ( ფინანსური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში)

SDG7 – ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – პროკრედიტ ბანკი, საქართველო (ელექტრომობილების ავტოპარკის და დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – საქართველოს განახლებადი ოპერაციები
(მესტიაჭალა ჰესი)

SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ (სამუშაო ძალის გაძლიერება,ზრდის ხელშეწყობა)

SDG10 – შემცირებული უთანასწორობა

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი (ქალთა გაძლიერება უთანასწორობის შესამცირებლად)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – EY Georgia (Opportunity 4All)

SDG12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა გარემოსთვის)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – უდაბნო ჯგუფი (უდაბნოს“ რეგენერაციული მეურნეობა)

SDG17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

მსხვილი ბიზნესის კატეგორია – თიბისი ბანკი და პარტნიორები (თიბისი – ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია – Veli.Store და „სუპერგმირი“ („ველი და სუპერგმირი“)

„ტრადიციულად, მიმდინარე წელსაც, გამოვლინდნენ კონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულები.

კორპორაციული მდგრადობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, შალვა სუმბაძეს, ხოლო საუკეთესო ონლაინ სტატიისთვის – „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტს, ნუკა სტეფნაძეს გადაეცა.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ჯონ პენელმა – USAID-ის მისიის დირექტორმა, ერიკ ილესმა – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა და შვედეთის ელჩის მოადგილემ, რინა კალიურანდმა – ესტონეთის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ – ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ალკის დრაკინოსმა – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, ლესლი ლაჰმმა – აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა – ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, სტეფან სირბუმ – საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდერს ტრელბორგმა – დანიის საელჩოს საქართველოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ალადაშვილმა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ოლე ლუნდ ჰანსენმა – გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი, მარსელ ენგელმა – გაეროს გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ კენზიმ – გაეროს გლობალური შეთანხმების დიდი ბრიტანეთის ქსელის აღმასრულებელმადირექტორმა და კრისტინა სანჩესმა – გაეროს გლობალური შეთანხმების ესპანეთის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცერემონიაზე, ჯილდო გადაეცათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერებსაც. 2023 წელს, პირველად, გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ – მცირე და საშუალო კომპანიებიდან და მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიებიდან.

ცერემონიაზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო, მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნათიკა ბერძულს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში – მიკრობიზნეს კაპიტალის (ემბისი) ოპერაციების დირექტორს, ეთერ ჩაჩიბაიას გადაეცათ.

ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა“, – წერია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g