LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

124
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი მეექვსედ გაიმართება.

კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა. 2023 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

  • SDG4 – ხარისხიანი განათლება
  • SDG7– ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
  • SDG8– ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
  • SDG10– შემცირებული უთანასწორობა
  • SDG12– მდგრადი მოხმარება და წარმოება
  • SDG17– პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

წელს, პირველად, შემოსული განაცხადების განხილვა მოხდება ორ – მსხვილი ბიზნესისა  და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი.  ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს:

  • მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული მდგრადობის სფეროში;
  • წარმოჩნდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე;
  • წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული მდგრადობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

mazda magti 5g