თბილისში შესაძლოა, კოსმეტიკურ-ესთეტიკური სალონების ნაწილი დაიხუროს. იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო კოსმეტიკურ-ესთეტიკური სალონების სანიტარულ-ჰიგიენურ შემოწმებას იწყებს.
როგორც ,,ფორტუნას’’ ჯანდაცვის სამინისტროში განუცახდეს, აქამდე სალონების ოფიცილური კონტროლი არ ხდებოდა. იანვრიდან კონტროლს დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთელობის რეგიონული ცენტრები განახორცილებენ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სალონი, რომელიც სანიტარულ ნორმებს დაარღვევს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება. ,,მთავარი მოთხოვნა სტერილური ნორმების ზუსტი დაცვაა. კოსმეტიკურ-ესთეტიკური სალონები, სადაც დარღვევები იქნება აღმოჩენილი, პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებენ. მათ მიეცემათ ვადა დაფიქსირებული დაღვევების აღმოსაფხვრლად. და თუ დათქმულ პერიოდში სტერილური ნორმები კანონით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, ამ შემთხვევაში სალონი დაჯარიმდება’’- განუმარტეს ,,ფორტუნას’’ ჯანდაცვის სამინისტროში.
რაც შეეხება ჯარიმას, მისი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ,,ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს. აღმოჩენილი დაღვევების ოქმი სასამართლოს გადაეგზავნება და სასამართლო გადაწყვეტს რა თანხა დააკისროს სალონს. მეპატრონეები ბოლომდე ინფორმირებულები იქნებიან, თუ რა მოეთხოვებათ იმისათვის, რომ მათი მომსახურება მომხმარებლისთვის უსაფრთხო იყოს.’’ – განაცხადეს სამინისტროში.