LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

223
Untitled design

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

კოსტა სანიკიძე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ცნობილია პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – რას ვარაუდობენ მომხდარზე მეგობრები

„ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ცნობით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი

კოსტა სანიკიძეს დაჭრამდე 2 კვირით ადრე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ – რას ამბობენ კოსტას ახლობლები

„არ მინდა დავიჯერო, რომ ამ დროში, დღისით, თან დედის თვალწინ – ასეთი რამეები ხდება!” – რას წერს გურამ შეროზია კოსტა სანიკიძეზე 

 

 

 

? პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

➡️ ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

➡️ ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

➡️ ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

?სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

? https://pog.gov.ge/news/prokuraturam-damamZimebel-garemoebebshi-chadenili-ganzrax-mkvlelobis-mcdelobis-faqtze-erT-pirs-brald

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Monday, November 20, 2023

 

 

პოპულალურები