კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალი, სავარაუდო ვერსიად გარდაცვლილის ახლობლები გულის შეტევას ასახელებენ.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღნიშნება. უწყების განმარტებით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება ჯერჯერობით უცნობია.