LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ 19-ის გავლენა ტურიზმზე – FM ქოუჩი

11
natalisoxadze2023

გადაცემის ლაივი LIVE

კოვიდ 19-ის გავლენა ტურიზმზე – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის დამფუძნებელმა ნატალი სოხაძემ ისაუბრა.

რა გავლენა აქვს კოვიდ19-ს ტურიზის სფეროზე?

მას შემდეგ რაც მსოფლიოს კოვიდ19 დაატყდა თავს ტურიზმი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. მსოფლიო ტურისტების რაოდენობა 58%-ით შემცირდა, რაც რეკორდული ვარდნაა. საქართველო თავდაპირველად ერთ-ერთი მწვანე ქვეყანა იყო ტურისტულ რუკაზე, რადგან სწორად მოხდა ვირუსის მართვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სასტუმროების საკარანტინე ზონებად გადაკეთების სტრატეგია, რასაც მთელი მსოფლიო მიესალმა. თუმცა დახურული სასტუმროები, უმუშევრად დარჩენილი განთავსების ობიექტების თანამშრომლები, გიდები, ტურ-ოპერატორები, ტურისტული მძღოლები ძალიან დიდხანს და დღემდეც თავის გატანას ძლივს ახერხებენ, საკმაოდ გაგრძელდა ეს პერიოდი, რამაც დიდი ზარალი მოუტანა სფეროს. სასტუმრო ინდუსტრია, განსაკუთრებით ისეთი რეგიონები, სადაც სეზონურობა შეიმჩნევა, პერმანენტული გამოწვევის წინაშე იყვნენ თანამშრომლების აყვანა/გაშვებასთან მიმართებაში. ზღვისპირა კურორტებზე და ობიექტებზე თანამშრომლები აყავთ ზაფხულში, შემდეგ ეს თანამშრომლები უმუშევრები რჩებოდნენ შემდეგ მაღალ სეზონამდე და ასე გამუდმებით, ახლა კი ამის წინაშე დადგა მთელი ქვეყანა, დედაქალაქიც კი. საერთაშორისო ბრენდებშიც კი დიდი ცვლილებები მოხდა, შემცირებები ყველა სასტუმროს არ ქონდა რესურსი თანამშრომელი შეენარჩუნებინა, სასტუმროების 90% დახურულია, მათი თავიდან გახსნა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რა პროგნოზები გაქვთ სამომავლოდ?

კარგი ამბავი ის გვაქვს, რომ გაზაფხულს იმედის თალით ვუყურებთ. ვაქცინაცია, რომელიც ტურიზმის დიდი იმედია, თებერვლის ბოლოდან შემოვა საქართველოში და მკვეთრად შეცვლის ვითარებას დადებითი დინამიკით, ვიზიტიორები საზღვარზე წარმოადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც რისკებს ამცირებს, უსაფრთხოებას ზრდის, ასევე ბევრმა ადამიანმა უკვე გადაიტანა ვირუსი და ანტისხეულების ხარჯზე რამდენიმე თვე მაინც მეტწილად დაცულია გადადებისა და გავრცელებისაგან.

1 თებერვლიდან თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორების, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები და საქართველოში საჰაერო გზით შემოვლენ.

უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე საქართველოში შემოსვლისას თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება:

ა) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) ზემოთჩამოთვლილი მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).
აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები