აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება – ამის შესახებ გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5 8-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.
„ის არის კოვიდ-19-ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ქვევარიანტი აშშ-ში და, სავარაუდოდ, კოვიდ-19 ის ამჟამინდელი შემთხვევების დაახლოებით 17% სწორედ ეს შტამია“, – წერს მედია ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით.