ახალი კოვიდინფექციით ბოლო 24 საათში კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 425-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი დაუდასტურდა 152 704 ადამიანს.
სრულად განიკურნა 126 904 პაციენტი.
რაც შეეხება გასული დღე-ღამის მონაცემებს, დაინფიცირდა 5 068 და გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.
ახალი ანტირეკორდი: კორონავირუსის 5 068 შემთხვევა დადასტურდა
