გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსმა კიდევ 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 694 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 537 და გამოჯანმრთელდა 494 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 236 028 შემთხვევა.
