LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა(ვიდეო)

908
Screenshot-4

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსისგან განიკურნა. ის კორონავირუსით 7 ნოემბერს დაინფიცირდა და ახალქალაქის წმინდა სამების მონასტერში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ცოტახნის წინ, მეუფემ საკუთარი youtube გვერდის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან გამოკვლევა ე.წ. სწრაფი ტესტით ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

“ჩემი ავადმყოფობა სავარაუდოდ დამთავრდა, ჯერ ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ სწრაფმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსისგან თავისუფალი ვარ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

როგორც მან თავის ვიდეო მიმართვაში განაცხადა, მადლიერების ნიშნად და ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის გასამხნევებლად გადაწყვიტა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, აკურთხოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g