LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუფე ნიკოლოზს კერძო ვიზიტის განხორციელების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს“ – ანდრია ჯაღმაიძე მოსკოვში ვიზიტზე

140
Untitled design (32)

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, აღნიშნულის შესახებ მათაც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და ფოტოებიდან გაიგეს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები.

„მეუფე ნიკოლოზს კერძო ვიზიტის განხორციელების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს“, – განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორტუნას“.

შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა. 24 მაისს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ წარმომადგენლები იყვნენ ოთხი ეკლესიიდან – ანტიოქიის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქო, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები