LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებული ორივე მედდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

103
ტგრტ

დღეს საქართველოში ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი სამედიცინო პერსონალია და ორივე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. ინფორმაცია ამის შესახებ რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა დაადასტურა. მისი განმარტებით,  ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი მათ კლინიკაში 11-ს შეადგენს. გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კოვიდინფიცირებული მედდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენები საკარანტინო სივრციდან არიან

“26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე ერთი პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ სხვადასხვა ხარისხის პნევმონია დაუდასტურდათ და ისინიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე მძიმე გამოვლინება არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ჯამში 11 მედპერსონალია დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებულის კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია. ისე კი მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას, რადგან აქაც პნევმონიაა და ეს პაციენტი გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში” – განაცხადა გოფოძემ.

 

mazda magti 5g