კოვიდ 19 ბოლო 24 საათში კიდევ 4 146 ადამიანს დაუდასტურდა.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2 129 პაციენტი.
ვებგვერდ Stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია ვირუსის 183 099 შემთხვევა.
სრულად განკურნებულია 150 461 პაციენტი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი რჩება 6 881 პირი.
