LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის წინააღმდეგ ქართული წარმოების პრეპარატ „კამელინის“ ეფექტურობა კანადელმა და ლიეტუველმა მეცნიერებმა დაადასტურეს

22064
BF9A0108.MP4-20210618-152233.002

ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ,“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ლიეტუველი და კანადელი მეცნიერები იმ კვლევის შედეგად, რომელშიც მედიკამენტის  ეფექტურობა იზომებოდა.

კვლევის პირველმა ეტაპმა, რომელიც ლიეტუვას ფინანსური მხარდაჭერით, ლიეტუვასა და კანადის 7 სამეცნიერო ინსტიტუტში მიმდინარეობდა, აჩვენა, რომ პრეპარატი კოვიდის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს და არავითარი ტოქსიკური ზეგავლენა უჯრედებზე არ გააჩნია.

„ფორტუნა“ დაინტერესდა რა დეტალები გამოავლინა ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა და რას ნიშნავს უკვე მიღებული შედეგები.

 

კვლევაკამელინისშესახებ და მიღებული შედეგი

 

მედიკამენტის კვლევა ლიეტუვას ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დააფინანსა.

კვლევების შედეგები – 8 გვერდიანი დასკვნისგან შედგება, რომლებიც თვეების განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, გამოქვეყნდა სამეცნიერო ვებ-პორტალზე: www.bsmiab.org, სადაც კვლევისგან მიღებული შედეგები სიღრმისეულადაა განხილული.

ექსპერიმენტში გამოიყენეს მღრღნელები, რომელთა ჯერ დაინფიცირება,  ხოლო შემდგომ, „კამელინის“ პრეპარატებით ვირუსსა და ცხოველებზე ზემოქმედება მოხდა. კვლევაში მონაწილეობდნენ ისეთი კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები, როგორებიც არიან:

  1. ვილნიუსის უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის განყოფილება, ლიეტუვა.
  2. ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრი, კვებეკ-ლავალის უნივერსიტეტის CHU, კვებეკი, QC, კანადა ფარმაციის ცენტრი, კანადა.
  3. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ვილნიუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ლიეტუვა.
  4. ბიომოდელების დეპარტამენტი ინოვაციური მედიცინის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის ცენტრი, ვილნიუსი, ლიეტუვა.
  5. ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტი, კაუნასი, ლიეტუვა.
  6. “Silicio Biotechnologijos”, ვილნიუსი, ლიეტუვა.
  7. UAB “გურუმა”, კაუნასი, ლიეტუვა.

კვლევამ აჩვენა, რომკამელინისთაფლის ექსტრაქტს არ აქვს ციტოტოქსიკური ეფექტი, არის უსაფრთხო და აჩვენა ანტივირუსული თვისებები SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ. თუმცა, „კამელინის“ ეფექტურობის მოლეკულური კვლევები ვირუსის რეპლიკაციაზე, ან იმუნურ სისტემაზე, საჭიროებს უფრო სიღრმისეული კვლევების განხორციელებას მომავალში.

უეჭველია, რომ „კამელინი“ ისევე არ მუშაობს, როგორც სხვა საკვლევი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება COVID 19-ის წინააღმდეგ, თუმცაღა,  COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ამჟამინდელი გადაუდებელი მდგომარეობისა და შეზღუდული თერაპიული ვარიანტების გათვალისწინებით,კამელინიწარმოდგენილია, როგორც პერსპექტიული და შესაბამისი თერაპიული ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა, ხელმისაწვდომია, როგორც ბუნებრივი პრეპარატი,“ – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.

 

ქართული წარმოების პრეპარატილიეტუვას დაინტერესების საგანი

 

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რატომ გახდა ლიეტუველების დაინტერესების საგანი ქართული პრეპარატი, ამიტომ ლიეტუვაში „კამელინის“ დისტრიბუტორ კომპანიას დავუკავშირდით, რომელთაც, როგორც დაფინანსების ნაწილში, ისე კვლევების ირგვლივ მონაწილეობა აქვთ მიღებული.

როგორც კომპანია „სიცილიო ბიოტექნოლოგის“ დირექტორმა, პაულიუს ჯოვაისასმა „ფორტუნას“ უთხრა, პანდემიის პერიოდში, „კამელინის“ შესახებ კომპანიამ კონსულტაციები მედიკოსებთან გაიარა, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული წარმოების წამალი კვლევისთვის საინტერესო პრეცედენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯოვაისის განცხადებით, მედიკამენტი ლიეტუვაში უკვე გამოიყენეს, რამაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში დადებითი შედეგი აჩვენა.

„ჩვენ ლიეტუვაში „კამელინის“ დისტრიბუტორები ვართ და როდესაც 2020 წელში კოვიდი დაიწყო, ექიმებმა თქვეს, რომ პრეპარატი კარგად მუშაობს. ჩვენ ვკითხეთ მკვლევრებს შესაძლებელია თუ არა თაფლით მოვკლათ ეს ვირუსი, მათ გვითხრეს, რომ „კამელინი“ ძალიან საინტერესო პრეტენდენტია.

მაშინ დავწერეთ პროექტი, რომ გვსურს შევამოწმოთ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი კოვიდზე. პრობლემა აღმოჩნდა აქტუალური და ჩვენ მივიღეთ დაფინანსება,“ – ამბობს პაულიუს ჯოვაისი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

როგორც მანვე აღნიშნა, კოვიდ 19-ზე ექსპერიმენტები კანადაში „Laval Universitete Quibeck“ ში ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ პრეპარატი კოვიდზე კარგად მუშაობს და თაგვების უჯრედებზე ტოქსიკური საერთოდ არ არის.

„შედეგები იყო გამოქვეყნებული ჟურნალში – „Journal of advanced biotechnology and exsperimental therapeutics.“ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კოვიდზე ინ ვიტრო სტადია გავიარეთ და „კამელინი“ ეფექტური აღმოჩნდა,“ – დასძინა ჯოვაისასმა.

ჩვენს კითხვაზე კი რა იყო კვლევის მომდევნო ეტაპი და რა არის სამომავლო გეგმები, კომპანიის დირექტორმა ასე უპასუხა: „ცხოველებზე ინ ვიტროს შემდეგი ნაბიჯი ასეთია – გავიარეთ შეგვიძლია თუ არა ამ პრეპარატის საცდელი გამოყენება საავადმყოფოებში, მათ შორის, მძიმე პაციენტებშიც.

ვფიქრობ, თქვენ გაქვთ ეფექტური წამლები ვირუსის წინააღმდეგ. ლიეტუველი პაციენტები, რომლებმაც ეს პრეპარატი  გამოიყენეს, შემიძლია ვთქვა, რომ ის 100%ით მოქმედებს. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი ნაციონალური პროდუქტებით,“- განუცხადაფორტუნას კომპანიასიცილიო ბიოტექნოლოგისდირექტორმა, პაულიუს ჯოვაისასმა.

 

 კამელინისკვლევის მიზანი 

 

როგორც სამეცნიერო ონლაინ გამოცემა – “JABET”-ში ვკითხულობთ, კვლევის მიზანი იყო – შეეფასებინათ პრეპარატ „კამელინის“ ეფექტურობა  კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის დროს.

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, მერაბ ფრუიძე პრეპარატის ირგვლივ სამეცნიერო წრეებში მიღწეულ შედეგებს იხსენებს.

მისი თქმით, გარდა იმ უახლესი კვლევებისა, რომელიც ჩვენმა ლიეტუველმა და კანადელმა კოლეგებმა ჩაატარეს, ის დაწყებული იყო მანამდეც, „კამელინის“ შემქმნელის – ბენედიქტე მაღლაკელიძის დროსაც, შესაბამისად,  მერაბ ფრუიძე ამბობს, რომ პრეპარატს ხანგრძლივი არსებობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება ახალ კვლევას, რომელიც ლიეტუველების დაფინანსებით, კანადის უნივერსიტეტში ჩატარდა, როგორც მერაბ ფრუიძემ განგვიმარტა, მისი არსი შემდეგნაირი იყო: ცხოველის სხვადასხვა ორგანოდან იღებდნენ უჯრედებს და მათ კულტივირებას ახდენდნენ. პირველ რიგში კი, მეცნიერებმა გამოიკვლიეს, ახდენდა თუ არა მასზე პრეპარატი ტოქსიკურ ზემოქმედებას, რაც კვლების შედეგებმა აბსოლუტურად გამორიცხა.

შემდეგ კი, ამ კულტივირებული უჯრედების დასნეულება კოვიდ 19-ით გამოწვეული ვირუსით დაიწყეს. იყო საკონტროლო ჯგუფი და იყვნენ ჯგუფები, სადაც ამ დასნეულებულ უჯრედებში სხვადასხვა დოზითკამელინისხსნარი შეჰყავდათ. ძალიან პატარა განზავებითაც კი, „კამელინმადადებითი შედეგი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ამ დასნეულებული უჯრედების გამოჯანმრთელება მოხდა.

ეს იყო ამ კვლევის არსი, რომელიც ძალიან სერიოზულ, სამხრეთ კორეულ ჟურნალში – „მოწინავე ტექნოლოგია და ექსპერიმენტული თერაპია“ გამოქვეყნდა, რაც შედეგების მაღალ სარწმუნოებასაც ნიშნავს,“ – გვითხრა მერაბ ფრუიძემ.

 

 რა არის მომავლის კვლევის საგანი

 

ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე კი – რამდენად სარწმუნოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგები ადამიანების პროფილაქტიკისთვის საჭირო შედეგად, მედიცინის დოქტორმა განმარტა:

„კოვიდთან მიმართებაში ეს კითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია – რასაკვირველია, ის, რაც ექსპერიმენტშია მიღებული, იმის საფუძველს არ იძლევა, რომ დასკვნა გააკეთო – როგორ მოქმედებს ის ადამიანზე. თუმცა, სხვა მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, „კამელინის“ მოხმარების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს.

ჯერ ის ვიცით, რომ აბსოლუტურად არატოქსიკურია და ვთვლით, რომ სხვადასხვა ვირუსული პათოლოგიების დროს, ძალიან ეფექტურია (რის საფუძველსაც გვაძლევს ადრე ჩატარებული კვლევები). თუმცა, თქვენს კითხვას დავამატებდი, რომ თუ კლინიკური კვლევა მაღალი სარწმუნოების არაა, რასაკვირველია, კითხვები იქნება,“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

 

 კომპანიის სამომავლო გეგმები

 

„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, იმედი გვაქვს, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფაქტს გარკვეული დაინტერესება საქართველოს გარეთაც მოჰყვება. გამორიცხული არ არის, რომ სპონსორიც გამოჩნდეს, ამიტომ ჩვენს ლიეტუველ კოლეგებთან ერთად, მოძიების პროცესში ვართ,“ – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას კომპანია „კამელინის“ დირექტორმა და მედიცინის დოქტორმა.

 

რას ფიქრობენკამელინისშესახებ საქართველოში

 

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები პრეპარატ „კამელინზე“ საქართველოში.

მეცნიერებათა დოქტორისა და სამედიცინო ცენტრის, „ლაბუნოს“ ხელმძღვანელის, გიორგი კავკასიძის შეფასებით, ის, რომ „კამელინის“ შესახებ კვლევა მაღალრეიტინგულ სამხრეთ-კორეულ ჟურნალშია (რომელიც ბიოტექნოლოგიის ექსპერიმენტულ თერაპიაზე წერს) გამოქვეყნებული, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

შემიძლია ვთქვა, რომ ერთიეს უკვე ძალიან საინტერესოა, როცა მასალა ამ ჟურნალში ქვეყნდება. მეორეაუცილებელია კვლევების გაგრძელება, რადგან მხოლოდ ამ კვლევებით საუბარი ძალიან რთულია.

რაც შეეხება უშუალოდ „კამელინს,“ ვფიქრობ, კარგად შესასწავლია, თუმცა, ფაქტია, რომ პრეპარატს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ეფექტი.

შესასწავლია რა არის ის აქტიური ნივთიერება, რომელსაც ანტიმიკრობული ეფექტი აქვს. ამ ნივთიერების გამოყოფა და შემდეგ უკვე ან სინთეზით ან ტექნოლოგიური გზით მიღება. ეს ძალიან სერიოზული კვლევის საგანია,“ – უთხრა „ფორტუნას“ გიორგი კავკასიძემ.

 

 ქართული პრეპარატის მომავალი

 

„თუკი ქართული პრეპარატი პროფილაქტიკისთვის და კიდევ უფრო მეტი, მკურნალობისთვის დაინერგება, ეს ძალიან კარგი, შესანიშნავი ამბავი იქნება,“ – გვითხრა გიორგი კავკასიძემ და დასძინა, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა სამეცნიერო, პროფესიული წრეების განხილვისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, ისეთებისა, როგორიცაა: პროფესიული ასოციაციები.

„ეს საკითხიც, მათ შორის, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა ასოციაციამ უნდა განიხილოს. ამ ჯგუფებში მსჯელობის შედეგად უნდა დაისახოს გეგმა, რა არის გაკეთებული და შემდგომ გასაკეთებელი. როცა ეს გეგმა იარსებებს, შემდგომ დაფინანსების წყაროებზე ზრუნვა იქნება საჭირო.

დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, სადაც კოვიდი ბობოქრობს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ვირუსის ჯერ კიდევ არ სჯერა, ძალიან სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ სულ რაღაც 1 წელიწადში, ამ დაავადებით 4 ათასზე მეტი გარდაცვლილი გვყავს.

რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არ სჯერათ, ფაქტი ჯიუტია. მეორე ფაქტი ისაა, რომ მაღალეფექტური ვაქცინების დეფიციტი გვაქვს. ამ პერიოდში კი, თუკი რაიმე, პროფილაქტიკური ეფექტის მქონე საშუალება იქნება, რასაკვირველია, ამას ყველა უნდა ჩაებღაუჭოს.

ყველაზე კარგი კი ჯანსაღი სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა იქნება, რომელთა მაგიდის მეორე მხარეს სკეპტიკოსებიც დასხდებიან და იმსჯელებენ. ამ მსჯელობით კი, გამოიძერწება გეგმა, რა სტრატეგიით უნდა წავიდეს ან არ წავიდეს მომდევნო კვლევები,“ – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი კავკასიძემ.

ცნობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ „კამელინირამდენიმე ფორმით, როგორც ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში უკვე დიდი ხანია რეგისტრირებულია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ლიეტუვა,საბერძნეთი, უკრაინა…)

“კამელინი” აწარმოებს ფარმაცევტულ პრეპარატებს, რომლებიც ეფუძნება მეცნიერისა და ექიმის, ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ 1950-იანი წლებიდან თაფლისგან შექმნილ ფორმულა/სუბსტანციას.

ქართული კომპანია „კამელინი“ 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში , აწარმოებს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ფარმაცევტულ პრეპარატებს. დღეისათვის, საქართველოში იწარმოება და საზღვარგარეთ გადის კამელინის 5 ფორმა – ამპულების, კაფსულების, მალამოს, სანთლებისა და კამელინ-სპრეის სახით.

 

 

R

magti 5g