LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება – რამდენ ხანში ვლინდება „ომიკრონის” სიმპტომები

1059
es

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სამედიცინო ცენტრ “ლაბუნის” ხელმძღვანელმა, გიორგი კავკასიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან გამოდის, რომ დღეს თუ იყო 1 000 [შემთხვევა], ზეგ იქნება 2 000, კიდევ ორ დღეში შეიძლება იყოს 4 000.

საქართველოში „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული

ეს გამოწვეულია იმით, რომ „ომიკრონის“ მოლეკულაში ისეთი მუტაციებია, რომლებიც უფრო იოლად აინფიცირებს ადამიანს“, – აღნიშნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა.

გიორგი კავკასიძის თქმით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ „ომიკრონი“ ოთხჯერ უფრო გადამდებია „დელტა“ შტამთან შედარებით და საინკუბაციო პერიოდი 2-დან – 4 დღეა.

„სწრაფი გამრავლება კი ამცირებს გამოვლინების დროს. თუკი ადრე პირველი შეხებიდან საშუალოდ, 5-6 დღე იყო აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაც სიმპტომები დაწყებულიყო, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს არის 2-4 დღე, ზოგჯერ ერთი დღეც. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

იმ ქვეყნებში, სადაც ახალი ინფექციების მიზეზი 90% „ომიკრონია“, იზოლაციის პერიოდი 12 დღიდან 5 დღემდეა შემცირებული, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები“, – აღნიშნავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

როგორია პროგნოზი?

გამყრელიძე: შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად 60 000-მდე შემთხვევა გვქონდეს

მე არ ვიცი, საიდან გამომდინარეობს 60 000, როგორც წესი, ასეთ პროგნოზებს აკეთებენ ბიოინფორმატიკის სპეციალისტები ეპიდემიოლოგებთან ერთად. არ ვიცი, რამდენი იქნება, მაგრამ პროგნოზი პესიმისტური მაქვს, რადგან საქართველოში პრაქტიკულად, აღარ იცავენ იმ წესებს, რაც საჭიროა, საუბარი მაქვს, პირბადესა და დისტანციაზე, – აცხადებს გიორგი კავკასიძე.

„ჩემი აზრით, ასევე საგანგაშოა, რომ სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 40%.

„ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს აცრილებსა და კოვიდგადატანილებში, მაგრამ არა აცრილებში არც ისე იოლად მიდის ეს პროცესი“, – აღნიშნა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გიორგი კავკასიძემ.

 

magti 5g