LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და დღიურად 60 000-მდე შემთხვევა გვქონდეს

404
ამირან გამყრელიძე0101

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვირუსის მორიგ პიკს თებერვალში ვარაუდობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, პიკის პერიოდში შესაძლებელია დღიური შემთხვევების რიცხვი 60 000-მდე გაიზარდოს, ხოლო აქედან ლაბორატორიულად 20-30 % გამოვლინდეს:

“ჰოსპიტალიზაცია არ გაზრდილა, გაიზარდა ზარები ცხელ ხაზზე, გაიზარდა ზარები ონლაინკლინიკებზე. ეს მოსალოდნელიც არის, იმიტომ, რომ ძირითადად, “ომიკრონის” შემთხვევები “დელტასთან” შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა გაგვათამამოს.

ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, იქ არის, რომ ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30 %. ანუ დღიურად შესაძლებელია გვქონდეს 10-დან 15 000-მდე დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან “ომიკრონის” შემთხვევებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “დელტა” შტამთან შედარებით, “ომიკრონს” ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს:

“საერთაშორისო მონაცემებით “ომიკრონის” დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10 %-მდე, მაშინ როდესაც “დელტას” შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12-15-20 %-მდე იყო.

ჩვენ “დელტას” დროს გვქონდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 17-18 % და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარე, ამიტომ აქ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება” – განაცხადა გამყრელიძემ.

“ომიკრონი მსუბუქად კი მიმდინარეობს, მაგრამ ინფიცირებულები არ უნდა დადიოდნენ მაღაზიებსა და ქუჩებში” – გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში იზოლაციის ვადები შემცირდება

ფხაკაძე: “ომიკრონი” გადაუვლის საქართველოს, ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს

გაბუნია: “ომიკრონის” ცირკულაცია მზარდია, თუმცა მხოლოდ ერთეულ მოქალაქეს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რეანიმაცია არც ერთს

პოპულალურები