LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: “ომიკრონის” ცირკულაცია მზარდია, თუმცა მხოლოდ ერთეულ მოქალაქეს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – რეანიმაცია არც ერთს

269
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში “ომიკრონის” შტამის ცირკულაცია მზარდია.

ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალი იყო.

საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

გაბუნიამ “ომიკრონით” ინფიცირებულების მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ აღნიშნული შტამით ინფიცირებულების უმრავლესობა ბინაზე რჩება და მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ:

“ომიკრონის” შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ ერთეულ მოქალაქეს, არც ერთს არ დასჭირვებია რეანიმაცია და ძალიან მალე მოხდა მათი გამოწერა ჰოსპიტლებიდან.

“ომიკრონის” ცირკულაცია მზარდია, დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალი იყო, რაც გამოწვეულია მობილობის მომატებით საახალწლოდ და, რა თქმა უნდ, უკვე თავის როლს თამაშობს “ომიკრონის” სწრაფი გავრცელებაც, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის და პაციენტების დიდი ნაწილი რჩება ბინაზე, მათ აქვთ მსუბუქი სიმპტომები და შეუძლიათ საკუთარი მდგომარეობის მარტივად მართვა”, – თქვა გაბუნიამ.

მან “ბუსტერ-დოზებით” აცრის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე დოზა განსაკუთრებით იცავს “ომიკრონის” შტამის გავრცელებისგან:

“ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გაგრძელების პროცესი და განსაკუთრებით საყურადღებოა “ბუსტე-დოზებით” სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და ჩვენ ვმუშაობთ კლინიკებთან იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. “ბუსტერ-დოზა” განსაკუთრებით იცავს “ომიკრონის” შტამის გავრცელებისგან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი დავიცვათ ინფიცირებისგან ამ პირობებში”, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი დღეს რეალურად 50%-იანი დატვირთვით მუშაობს, 9 000 მდე საწოლი კი მობილიზებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები