ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.