LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში მაშველებმა ცხედრების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

262
კრემენჩუკი

უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში, რომელზედაც რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა, მაშველებმა სამუშაოები დაასრულეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის ნანგრევებიდან, საერთო ჯამში, ცხედრების 29 ფრაგმენტია აღმოჩენილი.

„კრემენჩუკში, 27 ივნისის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ სავაჭრო ცენტრ „ამსტორში“ ნანგრევების გაწმენდა დასრულდა, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე აღმოჩენილია ცხედრების 29 ფრაგმენტი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 26 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g