კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კრემლის განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებისგან, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”. კერძოდ, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულ პუნქტს წინაპირობები არ ახლავს. კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ძალაში შემდის მას შემდეგ, რაც ოთხი პირობა იქნება დაკმაყოფილებული:
“სასანქციო შეზღუდვების მოხსნა “როსსელხოზბანკის” და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი ჩართულობა SWIFT-თან, აუცილებელი საკორესპონდენციო ანგარიშების გახსნა;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა;
სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებაზე და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით ვაჭრობაში;
შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც გამოიყენება სურსათის (მათ შორის თევზეულის) და სასუქის წარმოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.