საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება.
თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე ომის გამო ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
„როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი, რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ეხლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის რომ დავინახოთ რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
დღეს ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!
კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!“, – წერს თინა ხიდაშელი.
