“კრემლთან დაახლოებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს,”-ამის შესახებ ინფრომაციას Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ჰაკერებმა ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს.
დარტყმის ობიექტებს შორისაა უნივერსიტეტები და საკვლევი ლაბორატორიები.
კვლევები კი, ეხებოდა ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის და ვაქცინის სამედიცინო ცდებში მონაწილეობენ.
„ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითმა“ ცენტრმა (HMR) აღიარა, რომ პასპორტების, ეროვნული სადაზღვევო ბარათებისა და სავიზო დოკუმენტების სკანირებული მასალები, ასევე პაციენტის ფოტოები, ჯანმრთელობის კითხვარი და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები 14 მარტს მოიპარეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, „მეიზი“ უკვე აიღო.
ამასთან, რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი ინტერნეტშიც გაავრცელეს.
ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.