საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია Twitter-ზე წერს, რომ “კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ ძალას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენების უფლება არ აქვთ”.
“დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ, კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ჰქვია. არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, მისი სახელის ხსენების.
უფრო განვმარტავ, ნააგენტარი ჟურნალიუგების და ნაპუტჩისტარების გასაგონად, დიახაც, როდესაც პარტიის სახეა, სარიშვილი, დევი, ბუბა, ჟორიკა და ა.შ. ტვიტ ყველას ვერ დაიტევს, ზვიადის სახელის ხსენება ზუსტადაც მათი მხრიდან არის უზნეობა და ამორალური. ეს არაა მარტო ჩემი პოზიცია, არჩევნებზეც გამოჩნდა”, – წერს გიორგი გამსახურდია.
უფრო განვმარტავ,ნააგენტარი ჟურნალიუგების და ნაპუტჩისტარების გასაგონად, დიახაც,როდესაც პარტიის სახეა,სარიშვილი,დევი,ბუბა,ჟორიკა და ა.შ.ტვიტ ყველას ვერ დაიტევს, ზვიადის სახელის ხსენება ზუსტადაც მათი მხრიდან არის უზნეობა და ამორალური.ეს არაა მარტო ჩემი პოზიცია,არჩევნებზეც გამოჩნდა😉 https://t.co/Aej6R4852Z
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) March 31, 2021
