LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

894

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამ დრომდე თორნიკე მუშკუდიანი ხელმძღვანელობდა.

ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ვლადიმერ ბორცვაძე 2016-2018 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g