კრის ბენგლიმ სპეციალურად ჩინელებისთვის მასაჟორიანი ელექტროქარი შექმნა. BMW-ს ყოფილმა შეფ-დიზაინერმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ნამუშევარი წარმოადგინა. ეს არის ელ-ავტომობილი Redspace REDS EV, რომელსაც ერთი უჩვეულო მახასიათებელი – მასაჟორიანი იატაკი აქვს.
გამოცემა „The Verge”-ს ინფორმაციით, მოდელის პრეზენტაცია, ლოს-ანჯელესის მოტოშოუზე შედგა. ბენგლის განცხადებით, სიახლე მან ე.წ. „90/10“ ფილოსოფიის გათვალისწინებით შექმნა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მგზავრი თავისი დროის დიდ ნაწილს, თითქმის 90%-ს უმოძრაო ავტომობილში ატარებს და მოძრაობას მხოლოდ დროის 10% თუ ეთმობა. მასაჟორი კი ლოდინის პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის. 4 ადგილიანი კომპაქტ-ქარის გაბარიტები არც თუ ისე დიდი, სიგრძე – 2,97 მეტრი, სიგანე კი მხოლოდ -1,75 მეტრია, თუმცა როგორც მისი ავტორები ირწმუნებიან, ავტომობილში ადგილი საკმარისზე მეტიც კია.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილს წითელი ხალიჩაც მოყვება, რომელიც ტროტუარზე იშლება და დრამატულ ეფექტს ახდენს.